ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

ლოკალურ ბაზარზე ზემოქმედების ინსტრუმენტები


 MSG Marketing
გთავაზობთ ლოკალურ ბაზარზე ზემოქმდების ინსტრუმენტებიდან ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს:

 Ambient Media  - ორიგინალური სარეკლამო-საინფორმაციო მიმართვის განთავსება მოულოდნელ ან უჩვეულო ადგილებში, ქალაქში ან საოფისე გარემოში.

რეკლამა განთავსებულია იქ, სადაც ნამდვილად არ ელოდებიან. ისე, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი და პირიქით წარმოადგენდეს სასიამოვნო სიურპრიზს მაყურებლისთვის

 Life Placement  - ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ბრენდის დანერგვას ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში ყოველგვარი თავზე მოხვეული რეკლამის გარეშე. მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ჩვეულებრივ ყოფიერებაში ისეთი თეატრის გათამაშება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, რომელიც ფარულად ჩაატარებს ბრენდის სარეკლამო კამპანიას მაყურებელი ყოველივეს იღებს ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ამბად და საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას სთავაზობენ კონკრეტულ ბრენდს.

არასტანდარტული სემპლინგიყველაზე ორიგინალური და იაფი ღონისძიება პარტიზანულ და პროვოკაციულ მარკეტინგში.  ასეთი მარკეტინგული ღონისძიება მომხმარებელს დიდხანს რჩება მახსოვრობაში და აყალიბებს კეთილგანწყობას ბრენდის მიმართ.

გრაფიტი / სტიკერკამპანია - სარეკლამო მიმართვის არასტანდარტული ვიზუალიზაცია ყოველთვის იპყრობს მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღებას. გრაფიტი ერთ–ერთი მათგანია. გარდა ორიგინალურობისა, იგი ალამაზებს გარემოს და საკმაოდ ესთეტურია. არ აღიზიანებს თვალს და ხშირად ბუნებრივად ერწყმის გარემოს. 







Google+