ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ჩვენს შესახებ

                                             MSG Marketing


ჩვენ წარმოვადგენთ კრეატიულ სარეკლამო სააგენტო MSG Marketing-ს, რომელიც სპეციალიზდება ინტერნეტ მარკეტინგსა და Digital-ტექნოლოგიებში.
 
ჯერ კიდევ 2010 წელს, პირველებმა შევთავაზეთ საქართველოს ბაზარს არასტანდარტული მარკეტინგული კომუნიკაციების კომპლექსი და რეკლამის არატრადიციული გადაწყვეტილებები.
 
ჩვენ ვამუშავებთ კომუნიკაციის სტრატეგიებს, ვახდენთ შემოქმედებითი იდეების გენერირებას, ვამუშავებთ დიზაინს, ვგეგმავთ ინტერნეტ კამპანიებს, ვქმნით ინოვაციურ Digital პროდუქტებს, ვმუშაობთ სოცილურ მედია მარკეტინგში, ვამზადებთ სარეკლამო რგოლებს, ვზომავთ მიღებულ შედეგებს.
 
მიუხედავად სააგენტოს სამწლიანი ისტორიისა, ჩვენ მოვასწარით გვეთანამშრომლა ისეთ ტრანსნაციონალურ ბრენდებთან, როგორიცაა Coca-cola, Tic-tac, Martini, Samsung, Fujitsu, Johnnie Walker, Winston, Camel, MAN, Nestle, JCB, HP, o.b., Sano  და ეს არასრული სიაა, ვისთანაც კი ჩვენ წარმატებით გვიმუშავია.
 
2013 წლიდან MSG Marketing-ი Gaa Holding-ის შემადგენლობაში შევიდა.



Partners

Google+