ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

ინტერნეტ მარკეტინგი

ინტერნეტ მარკეტინგი , რომელსაც ასევე online-მარკეტინგსაც უწოდებენ, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების (IMC) შემადგენელი კომპლექსია. ეს არის, ინტერნეტში ტრადიციული მარკეტინგის ყველა ასპექტის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს მარკეტინგული მიქსის ძირითად ელემენტებს: პროდუქტს, ფასს, გაყიდვების ადგილს და მხარდაჭერას.

Online-მარკეტინგის ძირითადი მიზანია - ინტერნეტში არსებულ მიზნობრივ აუდიტორიაზე ზემოქმედება,მათი სტიმულირება ეწვიონ კომპანიის (ბრენდის) საიტს და მიიღოს მაქსიმალური ეფექტი. ბოლო წლებში, საზოგადოების შეუფერხებელმა წვდომამ ინტერნეტთან, ხელი შეუწყო ელექტრონული კომერციის სწრაფ ზრდას. ამიტომ, დღეს ინტერნეტ მარკეტინგი წარმოადგენს ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის განუყოფელ ნაწილს.


ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად უპირატესობად მოიაზრება მისი ინტერაქტიულობა, ტარგეტირების სიზუსტე, უტყუარი სტატისტიკური მონაცემების მიღებისა და ანალიზის შესაძლებლობა, ინტერნეტ-რეკლამის ეფექტურობისა და ROI-ს გამოთვლა.


რას ვაკეთებთ და რა შეგვიძლია ყველაზე კარგად:







Google+