ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

მასაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები


MSG Marketing
გთავაზობთ მასაზე ზემოქმდების ინსტრუმენტებიდან ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს: 

ადამიანების უცაბედი გამოჩენა ქუჩაში - FLASH MOB
შემთხვევითი აუდიტორიის წინაშე მოულოდნელად გამოჩენილი ადამიანთა ჯგუფები, რომელთა ქცევები ერთმანეთის იდენტურია ან სინქრონული, ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. ასეთი გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის სანახაობრივი, ადვილად და დასამახსოვრებელია.


საავტომობილო გამოსვლები - FLASH MOB-ის სახეობაა, რომელიც მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. ხშირად ერთგვარი აღლუმის სახეს იღებს და გარკვეულ შოუდ გარდაიქმნება. ეფექტი ხანგრძლივი აქვს, რადგან დაკავშირებულია ისეთ ემოცინალურ ფაქტორებთან როგორიცაა გაკვირვება, აღფრთოვანება, აღტაცება და ა.შ.

ქუჩის წარმოდგენა ან სპექტაკლი, რომელიც ღიად ან დაფარულად ახდენს ბრენდის წარმოჩენას და მის დაწინაურებას ბაზარზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს შემთხვევით მოხვედრილ პოტენციურ მომხმარებელზე.

ვირუსის გავრცელება - WOM TECHNOLOGY

ინფორმაციის “ვირუსული” გავრცელება “სარაფანული რადიოს” ტექნოლოგიის ხარჯზე. არასტანდარტული მოვლენების მომსწრე ადამიანები უყვებიან მოვლენის შესახებ მეგობრებს, ნაცნობებს, უგზავნიან ფოტოებს და ვიდეო მასალებს, რაც ხელს უწყობს მიზნობრივ აუდიტორიაში ინფორმაციის სტიქიურ გავრცელებას.
ეს შეიძლება იყოს:
• მხიარული თეატრალიზებული აქციები;
• უნიკალური ინტერნეტ პროექტები;
• ქუჩებში და მასიური თავშეყრის ადგილებზე გარკვეულ ჯგუფთა აუხსნელი ქცევები და სხვა 

ადამიანებზე რეკლამის განთავსება

სარეკლამო მესიჯის პროვოკაციული მეთოდით გავრცელება “ASS-vertising” ერთ–ერთი პოპულარული მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის სხეულის სექსუალურ ადგილებზე სარეკლამო მიმართვის განთავსებას.

პარტიზანული ვიდეო–პროექცია
ეფექტური მეთოდი, რომელიც სარეკლამო მიმართვის სრულყოფილად ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად ყოველთვის იპყრობს მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღებას და ხშირად ინტერნეტშიაც ვრცელდება ვირუსულად. განსაკუთრებით საინტერესო ეფექტს 3D ტექნოლოგიით შექმნილი ვიდეო პროექცია იძლევა.

ინტერნეტ ფლეშ თამაში
დასახული ამოცანების და ბრენდის ხასიათის გათვალისწინებით სპეციალურად შექმნილი ინტერნერ ფლეშ თამაში ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ იწვევს მომხმარებლის ჩართვას, შესაბამისად ბრენდსა და მ/ა–ს შორის კომუნიკაციის ხარისხი მაღალია. ამავდროულად შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, სრულად აღიქვას სარეკლამო მიმართვა. რეკლამის ეს სახე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მ/ა–ში.





Google+