ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

ვირუსული მარკეტინგი

რას ნიშნავს ვირუსული მარკეტინგი?

Viral marketing ანუ ვირუსული მარკეტინგი, საქონელ-მომსახურების ერთ-ერთ ეფექტურ რეკლამის სახეობას წარმოადგენს. ვირუსული მარკეტინგი ეყრდნობა ადამიენების ქცევას  გაუზიარონ თავის ახლობლებს საინტერესო, სახალისო ინფორმაცია.

იდეალურად დაგეგმილი “ვირუსი” და ორგანიზებული “ეპიდემია”, საშუალებას იძლევა მოიცვას მიზნობრივი აუდიტორიის უმეტესი ნაწილი ნაკლები დანახარჯებით. ამასთან ერთად, საბოლოო მომხმარებელზე ზემოქმედებისა და ზეგავლენის ეფექტი გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე კლასიკური მეთოდებით მიღებული შედეგი, ხოლო უკუგების პერიოდი საკმაოდ ხანმოკლე.

რას გთავაზობთ:

MSG Marketing-ში ვაყალიბებთ ვირუსული მარკეტინგის მიზნებს და ამოცანებს, გამოვყოფთ მიზნობრივ აუდიტორიას და მათი თვშეყრის  ადგილს, ვაყალიბებთ სტრატეგიას და  ტაქტიკას, ვირჩევთ მეთოდოლოგიას, ვქმნით ვირუსულ პროდუქტს, ვამუშავებთ სამოქმედო გეგმას, ვაწარმოებთ განთესვას შერჩეულ პლათფორმებზე, ვაწარმოებთ მხარდაჭერას და თვალყურს ვადევნებთ კამპანიის მსვლელობას, ვახორციელებთ მონიტორინგს და ვზომავთ შედეგებს.

 ვირუსული მარკეტინგი საკმაოდ ბევრის მომცველი ტერმინია, ამიტომ ამ ინსტრუმენტის ძირითად და ყველაზე გავრცელებულ რამდენიმე მეთოდს განვიხილავთ

  • Pass-along - გვერდით გავლა
  • Incentivised viral  - ვირუსული სტიმული
  • Undercover - ფარული ინტრიგა
  • Edgy Gossip/Buzz marketing - ჭორის ფორმირება

მეთოდოლოგია

Pass-along - გვერდით გავლა, აქ მიზნობრივ აუდიტორიასთან ძირითადი კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს ისეთი მიმართვა, რომელსაც ადამიანები გადასცემენ ერთმანეთს დამოუკიდებლად ყოველგვარი სტიმულირების გარეშე. მიმართვის შინაარსი ქვეცნობიერად და არაპირდაპირი მნიშვნელობით შეიცავს მიღებული ინფორმაციის გადაცემასა და გავრცელებას ახლობლებთან. ეს შეიძლება იყოს მხიარული ვიდეორგოლი, შთამბეჭდავი დიზაინი, შარჟი, საინტერესო ინფორმაცია და ა.შ. რითაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს გარკვეული ემოცია

Incentivised viral
 - ვირუსული სტიმული, ვირუსული მარკეტინგის ამ მეთოდის გამოყენება გულისხმობს მიზნობრივი აუდიტორიის მოქმედებისთვის გარკვეული ჯილდოს მიღებას. ასეთი სქემა ძალიან დადებითად მუშაობს, როცა კომპანიის მიზანია არა მარტო პროექტის განვითარება, არამედ მიზნობრივი აუდიტორიის აქტიური მონაწილეობის მიღება პროექტში

Undercover - ფარული ინტრიგა ეს არის ვირუსული მარკეტინგის ყველაზე რთული, თუმცა ამავე დროს ყველაზე ეფექტური მეთოდი. მისი მექანიკის შინაარსი ყოველთვის მიბმულია მიმართვის უჩვეულო ფორმასთან, რომელიც აიძულებს მიზნობრივ აუდიტორიას ყურადღება მიაქციოს მის შინაარს და დამოუკიდებლად დაიწყოს ძიება პასუხის მისაღებად. აქ მთავარია ეგრეთწიდებული “ძიების ელემნტის”. ასეთი პროექტის სტილი ყოველთვის “გასაიდუმლოებულია”, რათა აუდიტორიას პირველივე ეტაპზე არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მათ წინაშე რიგითი სარეკლამო კამპანიაა.

Edgy Gossip/Buzz marketing - ჭორის ფორმირება ვირუსული მარკეტინგის ეს ფორმა ხშირ შემთხვევაში შეიცავს სპეციალურად მოწყობილ სკანდალურ მოტივებს. მეთოდის ძირითადი მიზანია ნებისმიერი საშუალებით მიიპყროს საზოგადოების დიდი ყურადღება და გამოიწვიოს ჭორი.

 







Google+