ვებ-გვერდები
დროდადრო ვებსაიტებმა ბევრად მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე უბრალოდ გვერდმა ინტერნეტ სივრცეში. ისინი განსხვავდებიან თავისი დანიშნულებით, მიზნობრიობით, ფუნქციებით და შინაარსით. დღეს თანამედროვე ბიზნესი ვებ-გვერდის გარეშე წარმოუდგენელია. MSG Marketing-ში ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის, ინდივიდუალური დიზაინის მქონე საიტებს. პროგრამირების უახლესი ტექნოლოგიები როგორიცაა: PHP 5, DHTML, HTML, CSS, JavaScript, Ajax, jQuery, XML, MySQL და სხვა, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი ინტერნეტ პლათფორმები, რომლებიც მორგებული იქნება დამკვეთის მოთხოვნებს, დაგვეხმარება მარკეტინგული ამოცანების გადაჭრაში და ბიზნესის დაწინაურებაში. ბოლო პერიოდში ვებ-დიზაინში ახალი ტრენდული მიმართულება შეინიშნება, რომელიც Parallax-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის სრულიად ახალ ტექნოლოგია, რაც ობიექტების მოცულობით, სამგანზომილებიანი აღქმის ეფექტს იძლევა “სქროლის” დროს. MSG Marketing-ში დავიწყეთ ამ ტექნოლოგიის დანერგვა, რაც თქვენს ვებსაიტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას და ორიგინალობას მიანიჭებს. ჩვენ საიტს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით ვაფასებთ. იგი უნდა იყოს:- ვიზუალურად დახვეწილი;
- მარტივი ნავიგაციით;
- ადვილად მართვადი და საიმედო;
- საძიებო სისტემებისთვის აღქმადი (SEO)
- ხელმისაწვდომი ნებისმიერი ოპერაციული სისტემისა თუ ბრაუზერისთვის
ჩვენ გთავაზობთ:
- საინფორმაციო-სავიზიტო საიტი,
- პერსონალური დინამიური საიტი,
- პრომო საიტი,
- ორგანიზაციის კორპორატიული საიტი,
- ინტერნეტ პორტალი,
- ინტერნეტ მაღაზია,
- უკვე არსებული საიტის განახლება-გადაკეთება,
- საიტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მომსახურება,
- ტექსტური, ფოტო და ვიდეო კონტენტის მომზადება,
- საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (SEO),
- საიტების ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან,
- საიტის მორგება სხვადასხვა მობილური მოწყობილობებისთვის,
- საიტის სტატისტიკურ-ანალიტიკური შეფასება, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება
იხილეთ ჩვენი ვებ გვერდების პორტფოლიო