ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

დამატებითი რეალობა

 
Augmented Relity იგივე დამატებითი რეალობა აერთიანებს ყველა იმ პროდუქტს, სადაც ხდება ვირტუალური და რეალური ელემენტების ურთიერთქმედება. ეს არის სისტემა, რომელშიც ერთობლივად მოქმედებს ვირტუალური და რეალური გარემო, არსებობს რეალურ დროში და მუშაობს 3D სისტემაში. 
 
დამატებითი რეალობის სისტემა ქმნის მომხმარებლისა და კომპიუტერის ურთიერთქმედებით წარმოშობილ კომპოზიტურ ხედს, სადაც ერთმანეთს  მომხმარებლის რეალური და კომპიუტერის მიერ გენერირებული დამატებითი ინფორმაციით გამდიდრებული ვირტუალური სცენა ერწყმის. კომპიუტერის მიერ გენერირებული ვირტუალური სცენა დიზაინირებულია იმისათვის, რომ გაამდიდროს/გააძლიეროს ვირტუალური სამყაროს  სენსორული აღქმა მომხმარებლის მიერ. დამატებითი რეალობის  მთავარი მიზანია შექმნას  ისეთი სისტემა, რომელშიც მომხმარებლისათვის რეალურ და ვირტუალ სამყაროს შორის განსხვავების დანახვა შეუძლებელი იქნება.
დამატებითი რეალობა განსაკუთრებით გამოყენებადია მობილური ტელეფონებისთვის, რაზეც უამრავი პროგრამა არის შექმნილი, რომლებიც საშუალებას იძლევიან დამატებითი რეალობის მეშვეობით მიიღონ საჭირო ინფორმაცია გარემოს შესახებ.  ეს არის დამატებითი რეალობის  ბრაუზერები და სპეციალიზებული პროგრამები, ცალკეული სერვერებისთვის, კომპანებისთვის, ზოგ შემთხვევაში კი მობილურის კონკრეტული მოდელებისთვის. 
 
ციფრული ტექნოლოგიების კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს QR კოდი. ეს წარმოადგენს გარკვეულ შტრიხ კოდს, რომელსაც აქვს უნარი, მოიცვას დიდი მოცულობის ინფორმაცია. 
ძველი შტრიხ კოდის სკანირება შესაძლებელი იყო მხოლოდ სხივით,  QR კოდი კი იკითხება სენსორით, როგორც ორგანზომილებიანი გამოსახულება. 
3 კვადრატი გამოსახულების კუთხეებში და ნაკლებად სინქრონიზირებული პატარა კვადრატები საშუალებას იძლევიან მოხდეს გამოსახულების ზომის ნორმალიზირება. 
QR კოდის  ძირითადი ღირსება არის მისი მარტივად აღქმა სკანერის სპეციალური აღჭურვილობით (მათ შორის მობილური ტელეფონის ფოტო კამერით), რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იყოს ვაჭრობის, წარმოებისა და ლოჯისტიკის სფეროში. 
 
რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ორიგინალური და უნიკალური იდეის გენერირებას 
  • პროფესიონალი პროგრამისტების მომსახურებას
  • სარეკლამო მხარდაჭერას და გავრცელებას






Google+