ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

პერსონალური საჩუქარი

რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ როცა ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ გვინდა მივაწვდინოთ ხმა მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებულ ადამიანებს, თუკი ისინი რეკლამის პოპულარულ არხებს (ტელევიზორი, რადიო, პრესა, სოც.მედია და ა.შ.) თვალყურს ვერ ადევნებენ დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო?

ასეთ შემთხვევაში მათ სამუშაო ოფისშივე უნდა მივაკითხოთ პერსონალური საჩუქარით. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც შედეგიანად და ხანგრძლივად მოქმედებს.

პერსონალურ საჩუქრები ბრენდის, მომსახურებისა და ადრესატის ხასიათიდან გამომდინარე ირჩევა. ეს შეიძლება იყოს მარტივი საოფისე ინვენტარი (კალამი, კალენდარი, საათი),  ან რომელიმე სარეკლამო კამპანიაზე მიბმული ორიგინალური იდეა.  მოცემული სასაჩუქრეები იბრენდება და სარეკლამო ინფორმაციასთან ერთად (ფლაერი, ბუკლეტი, ჟურნალი) პერსონალურად იგზავნება.

დადებითი მხარეები:

• საჩუქარი, როგორც პატივისცემის გამოხატვის საშუალება, დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. ადრესატს თავიდანვე გაუჩნდება დადებითი ემოციები.

• თქვენი ბრენდის შესახებ პერსონალურად გაიგებს მაღალი რგოლის მენეჯერი და თქვენს ორიგინალურ საჩუქარს ოფისსა თუ ოჯახში საპატიო ადგილს მიუჩენს, რაც ბრენდის შესახებ ხანგრძლივად შეხსენების საუკეთესო საშუალებაა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

• მაღალი რგოლის მენეჯმენტში დასაქმებულთა მუდმივად განახლებადი ბაზიდან მენეჯერების შერჩევა თქვენი ბრენდის სამომხმარებლო სეგმენტის გათვალისწინებით

• ორიგინალური სასაჩუქრე პროდუქტის მოფიქრება, შექმნა/დამზადება და  დაფასოება

• სასაჩუქრეების დაგზავნა

შედეგების კონტროლი







Google+