ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

Food Security Georgia

f-s.ge

პროექტის შესახებ:

2013 წელს “Oxfam GB-მ” საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ევრო კომისიის დაფინანსებით დაიწყო პროექტი - „გავაუმჯობესოთ საკვების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიები და მცირე მეწარმეობა სამხრეთ კავკასიაში“. ამ პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიაში მცირე ფერმერების წარმოჩენა-წახალისების გზით, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დაცვა და კვების გაუმჯობესება პროექტი ითვალისწინებს თითოეული ქვეყებიდან პარტნიორების ჩართვას, როგორიცაა: სამთავრობო უწყებები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და მცირე ფერმერები.
პროექტის შემადგენელი ერთერთი ეტაპია ვებ-გვერდის შექმნა საკვებისა და კვების უსაფრთხოების შესახებ.

მიზანივებ-გვერდის მიზანი:

2014 წლიდან Oxfam GB გეგმავს შექმნას ვებ საიტი, რომელიც იქნება სამხრეთ კავკასიაში საკვებისა და კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციული რესურის კრებული მისი მიზანია:
  • საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზება 
  • მცირე ფერმერი ქალებისა და კაცების ამბების თხრობა 
  • რესურსებისა და ინფორმაციების განახლება საკვებისა და კვების უსაფრთხოების შესახებ 
  • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელება და ცნობადობის ამაღლება მიზნობრივ აუდიტორიაში 

ამიტომ მნიშვნელოვანია Oxfam GB -ის პროექტის ინტერნეტ- პლათფორმა შეიქმნას მიმზიდველი, თანამედროვე, ფუნქციონალური და მომხმარებელზე ორიენტირებული

Terms of Referrenceტექნიკური დავალება

  • ვებ გვერდის დიზაინის შექმნა და ახალი ტექნოლოგიებით აწყობა Oxfam -ის ბრენდ ბუქის და გაიდლაინების მიხედვით; 
  • საიტის ჰოსტინგით უზრუნველყოფა 2014-2017 წწ.; 
  • ტექ.მხარდაჭერა და ხარვეზების ნეიტრალიზაცია; 
  • საიტის მორგება ბრაუზერებზე და ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილობების ეკრანებზე; 
  • საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვირუსებისაგან დაცვა; 
  • ვებ გვერდის სავარაუდო დახასიათება; 
  • საიტის სტრუქტურის შექმნა და ტექნიკური მხარდაჭერა; 
  • საიტების სტრუქტურის აღწერილობა; 
  • ვებ გვერდის საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია (SEO); 
  • საიტის ანალიტიკური და სტატისტიკური სერვისის მორგება (Google Analytics) 
  • ადვილად მართვადი ინტერფეისი და სამართავი პანელის (CMS) უზრუნველყოფა; 
  • ადმინისტრატორების ტრენირება და კოორდინაცია;

Target audienceმიზნობრივი აუდიტორია

Oxfam, როგორც დამოუკიდებელი, არასახლემწიფო და არაკომერციული ორგანიაზაცია, ორიენტირებულია საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, მის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ამიტომ საიტის ძირითადი მომხმარებლები არიან სამივე ქვეყნის, სხვადასხვა სქესის, 22 წლის და მეტი ასაკის მქონე, განათლებული საზოგადოება.
ეს ადამიანები მოღვაწეობენ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მედიაში, სამთავრობო წარმომადგენლობებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, წარმომადგენლობით სტრუქტურებში, მცირე ფერმერულ ალინასებში/გაერთაინებებში, კვლევით ინსტიტუტებში, ან წარმოადგენენ კერძო მკვლევარებს, ექსპერტებს და ა.შ.

Taks we have doneჩვენს მიერ შესრულეებული სამუშაოები

ტექნიკური დავალებების მოთხოვნებიდან გამომდინარე და საიტის შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ შეთავაზებული საიტი დაიწერა PHP პროგრამულ ენაზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ჩატვირთვას, საიტის შემდგომ მოდიფიცირებას (ფუნქცონალების დამატება-გაფართოება) და ნებისმიერ მობილურ მოწყობილობებში ადვილად მორგებას (სმარტფონებისა, პლანშეტებისთვის და სხვა) და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას (SEO).
დამკვეთებთან შეთანხმებით შემუშავდა საიტის დიზაინის მოდელი, სტილი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც საიტის სტრუქტურულ წყობა ასევე Oxfam-ის ბრენდ ბუქის მოთხოვნები და ძირითად კონცეფცია.
მაღალი დონის პროგრამული კოდი საშუალებას იძლება საიტი დაცული იყოს შემდეგი ტიპის შეტევებისგან: Exploit, Sniffing, Rootkit, XSS, Cross Site Scripting, SQL Injection და სხვა.

გამოყენებული პროგრამირების ენები:
  • DHTML 
  • HTML 
  • CSS 
  • PHP 5 
  • jQuery 
  • XML 
  • MySQL და სხვა პროგრამული ენები, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ფუნქციონირებას
Oxfam Website MSG Marketing


Google+