ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

Kinder-ის საახალწლო ღონისძიების მხარდაჭერა

Kinder-ის საახალწლო ღონისძიების მხარდაჭერა


ამოცანა:


Kinder-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ბრენდის საახალწლო აქციის აქტიური მხარდაჭერა სოციალური მედია მარკეტინგის გამოყენებით. „თბილისი მოლში“ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა სარეკლამო სააგენტო McCann Erickson.

მიზნობრივი აუდიტორია:

პირველად მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენდა დედები, რომლებსაც 4 წლიდან 12 წლამდე ასაკის შვილები ყავთ.


იდეა:

ძირითადი იდეა დაეყრდნო ვირუსული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და ილეთების გამოყენებით აქტიური ქალბატონების სტიმულირებას. კერძოდ კი, არასტანდარტული მეთოდებით და აუდიტორიის ჩართულობით აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში.

იდეის რეალიზაცია:

შეიქმნა Kinder-ის ოფიციალური ქართული გვერდი Kinder Georgia, თემატიკისა და მიზნობრივი აუდიტორიის სოციალური პორტრეტის გათვალისწინებით შეიქმნა ორიგინალური კონტენტი და გაეშვა კამპანიის მხარდასაჭერად კონტექსტური რეკლამა Facebook-ზე.

შედეგები:

ერთი თვის განმავლობაში გვერდს 20 000-მდე მიმდევარი შეუერთდა. ორგანულმა მოცვამ (Reach) 4 000-მდე მიაღწია. გვერდს ყოველდღე 600-მდე ახალი მიმდევარი ემატებოდა. მიღებული შედეგები წინასწარ დაგეგმილს თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა.


 


Google+