ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

იზრუნე გარემოზე

იზრუნე გარემოზე

უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ „გარემოს დაცვის სამინისტროსთან“. ჩვენ ვაწარმოებთ Facebook სარეკლამო კამპანიებს „გარემოს დაცვის სამინისტროს“ ოფიციალურ Facebook გვერდზე.
განსაკუთრებით გამოირჩევა ორი მსხვილი კამპანია - „ნუ მოჭრი ნაძვს - იზრუნე გარემოზე“ და „გაუფრთხილდი ბიომრავალფეროვნებას“

კამპანია „ნუ მოჭრი ნაძვს - იზრუნე გარემოზე“ ახალი წლის წინა პერიოდში ჩატარდა. კამპანიის მიზანი მისი სათაურიდან მარტივად იკითხება.

პრობლემა:

MSG Marketing-ის ამოცანა იყო კამპანიის სოციალურ პლატფორმაზე მორგება და Facebook-ის მომხმარებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

იდეა:
Facebook-ზე გაეშვა გამოსახვებზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია რასაც დაგეგმილზე 50%-ით უკეთესი შედეგი მოჰყვა.

შედეგები:

პარალელურ რეჟიმში გაშვებულმა რამდენიმე რეკლამამ შედეგად გამოიღო 14 100 კლიკი და 4700 გვერდის ახალი მიმდევარი.





კამპანიისათვის „გაუფრთხილდი ბიომრავალფეროვნებას - იზრუნე გარემოზე“
Facebook-ზე განთავსდა სპეციალური ვიდეო რგოლი და აპლიკაცია „რეინჯერის ბარათების მხარდაჭერა“. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო“ ამ აქციით მოუწოდებდა საზოგადოებას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისკენ.

მიზანი:


MSG Marketing-ის მიზანი იყო ვიდეო რგოლისა და აპლიკაციის მიზნობრივ აუდიტორიაში გავრცელება. კერძოდ ვიდეო რგოლზე მინიმუმ 5200 კლიკის მიღება და Facebook აპლიკაციაზე 5600 Post Engagement-ის მიღება.

გადაწყვეტა:

მიზნების მისაღწევად შეირჩა Facebook-ის სარეკლამო ინსტრუმენტებიდან ორი Page Post Engagement და App Engagement.

რა გავაკეთეთ:

კამპანია მიმდინარეობდა ორი დამოუკიდებელი, პარალელური რეკლამით. მისი ნახვა შეეძლოთ როგორც გვერდის მიმდევრებს ასევე ახალ მომხმარებლებს. პირველი რეკლამა ემსახურებოდა კამპანიისთვის სპეციალურად ატვირთული ვიდეო რგოლის გავრცელებას და მომხმარებლების ჩართვას მეორე, პარალელური რეკლამა ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ Facebook აპლიკაციას - „რეინჯერის ბარათების მხარდაჭერა“.




შედეგი:

 ვიდეო რგოლის შემთხვევაში რეკლამის შედეგები:
  • Impression 789 263 (გამოსახვების რაოდენობა), 
  • Action 13 111 (მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც დაალაიქეს გვერდი, LIKE, COMMENT, SHARE – პოსტი, ან გადავიდნენ მითითებულ ბმულზე.) 
  • Campaign reach- 309 871 (იმ მომხმარებელთა რაოდენობა, ვინც ნახა რეკლამა) 
  • Frequency- 3.02 (ერთმა ადამიანმა რამდენჯერ ნახა რეკლამა) 
  • CTR (Click-Through Rate) – 2.991% (გამოსახვისა და კლიკის შეფარდება)
  • Click – 23 604 (იმ ადამიანთა რაოდენობა , ვინც დააკლიკა რეკლამაზე და გადავიდა გვერდზე) 
  • Post engagement – 12 253 Facebook 


 აპლიკაციის შემთხვევაში რეკლამას ჰქონდა შემდეგი მაჩვენებლები:
  • Impressions – 1 060 801 (გამოსახვების რაოდენობა) 
  • Action – 22 653 (მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც დაალაიქეს გვერდი, LIKE, COMMENT, SHARE – პოსტი, ან გადავიდნენ მითითებულ ბმულზე) 
  • Campaign reach- 405 692 (იმ მომხმარებელთა რაოდენობა, ვინც ნახა რეკლამა) 
  • Frequency- 3.01 (ერთმა ადამიანმა რამდენჯერ ნახა რეკლამა) 
  • CTR (Click-Through Rate) – 1.070% (გამოსახვისა და კლიკის შეფარდება) 
  • Clicks – 11 352 (იმ ადამიანთა რაოდენობა. ვინც დააკლიკა რეკლამაზე და გადავიდა გვერდზე) 
  • Post engagement – 22 648


საბოლოო ჯამში, შედეგებმა დაგეგმილს შესამჩნევად გადააჭარბა, ვიდეო რეკლამის შემთხვევაში 188,5%, ხოლო Facebook აპლიკაციის შემთხვევაში - 218,3%-იანი შედეგი მივიღეთ.

სარეკლამო კამპანიის დაწყებამდე გვერდს 42 717 მიმდევარი ჰყავდა, კამპანიის შედეგად მიმდევართა რაოდენობა გაიზარდა 46 415-მდე.
15-დან 31 მაისის ჩათვლით გვერდს 3 698 ახალი მიმდევარი გაუჩნდა, რაც 8,6%-ით ზრდაა.




Google+