ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

Hello Lady-ს ინტერნეტ მხარდაჭერა და დაწინაურება

Hello Lady-ს ინტერნეტ მხარდაჭერა და დაწინაურება


ბრენდი Hello Lady-ს ინტერნეტ მხარდაჭერასა და დაწინაურებაზე კომპანია GISI-ის დაკვეთით ვმუშაობდით.

მარკეტინგული მიზნები:

  • ბრენდი Hello Lady -ს ინტერაქტიული სოციალური პლატფორმის შექმნა და მიზნობრივ აუდიტორიასთან ხანგრძლივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; 
  • ბრენდი Hello Lady -ს ფანების (მიმდევრების) მოზიდვა და ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ინტერაქტიული ციფრული ტექნოლოგიების (აპლიკაციები) გამოყენებით; 
  • ბრენდი Hello Lady -ს პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სოციალურ ქსელში ეფექტური სარეკლამო კამპანიით 

მიზნობრივი აუდიტორია:

“Hello lady-ს“ მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს 12-დან 45-წლამდე ასაკის მანდილოსნები რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტში, არიან კომუნიკაბელურები და აზარტულები, უყვართ მეგობრებთან სიახლეების გაზიარება.

იდეა:

პროდუქტის მომხმარებელთა საკმაოდ ფართო სეგმენტი წარმოდგენილია Facebook-ის სოციალურ ქსელში, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა Facebook გვერდი და მათთვის საინტერესო და მუდმივად განახლებადი კონტენტი, ასევე რამდენიმე გასართობი Facebook აპლიკაცია რომელიც უზრუნველყოფდა ბრენდის მიერ წარმოდგენილი მარკეტინგული მიზნების მიღწევას.

რა გავაკეთეთ:

შევიმუშავეთ კონტენტისთვის ერთიანი სტილი ბრენდის ფილოსოფიის გათვალისწინებით, დავგეგმეთ SMM სტრატეგია მიზნობრივი აუდიტორიისთვის საინტერესო თემების გათვალისწინებით, როგორიცაა: ოჯახი, თავის მოვლა და გართობა. დავგეგმეთ გვერდის განახლების სიხშირე - დღეში 2-ჯერ კვირაში 7 დღე. ჩვენ შევქმენით ორი Facebook აპლიკაცია - ქალთა კალენდარი და გასართობი თამაში „აბა გამოიცანი“.




რა მივიღეთ:


მიუხედავად იმისა რომ გვერდს სულ რაღაც 1 თვის განმავლობაში ვმართავდით გვერდის მიმდევრების რიცხვი და მათი ჩართულობა საკმაოდ კარგ ნიშნულებს აღწევდა, გვერდს 1700-ზე მეტი მიმდევარი გაუჩნდა, მათი ზუსტად 99% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. გვერდზე თითოეული პოსტი გამოირჩეოდა მოწონებებისა და კომენტარების უხვი რაოდენობით, საშუალოდ პოსტების Reach – 4 523 მომხმარებელს აღწევდა, ხოლო ორგანული Reach-ის მაქსიმალური მაჩვენებელი 92 687 მომხმარებელი იყო.






Google+