ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

საუკეთესო შეგრძნებებმა Dallmayr-ში გადაინაცვლა!

საუკეთესო შეგრძნებებმა Dallmayr-ში გადაინაცვლა!



Dallmayr მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი გერმანული კომპანიაა. იგი ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა. ჩვენ გერმანული ბრენდ Dallmayr-ის
სოციალურ მედია კამპანიას ვმართავთ.
მარკეტინგული მიზნები:

  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა მიზნობრივ აუდიტორიაში
  • ბრენდის პოზიციონირება როგორც მაღალი ხარისხხის პრემიუმ ყავა
  • მაღალი იმიჯის შექმნა და კეთილგანწყობის ფორმირება 

მიზნობრივი აუდიტორია: 

ბრენდის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს თბილისში მცხოვრები 20-დან 55 წლამდე ასაკის განათლებული ქალები და მამაკაცები რომელთა შემოსავალი საშუალო და საშუალოზე მაღალია.

ჩვენი კრეატიული კონცეფცია: 

ყავა პოზიტიური სასმელია და ამიტომაც ადამიანები ყავის სმის დროს ხშირად იხსენებენ წარსულს, იმ მოგონებებს, რომელიც მათ კარგ განწყობაზე აყენებთ და ასევე საუკეთესო შეგრძნებებს ანიჭებთ. ერთმანეთს უყვებიან სასიამოვნო, წარმატებულ, ზოგჯერ სასიყვარულო და პირადულ ისტორიებსაც კი, რაც ყოველთვის დამაინტრიგებელი და ამავე დროს საინტერესო მოსასმენია. რატომ არის საინტერესო? იმიტომ რომ ეს არ არის მითი, ეს არ არის მოგონილი ან შეთხზული ისტორიები. ეს რეალური ადამინების, ასევე რეალური მოგონებები და თავგადასავლებია. ეს რეალური ცხოვრებაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადახდეს ან უკვე განუცდია საკუთარ თავზე. ამგვარი ისტორიები არ იცვლება, იცვლებიან მხოლოდ ამ ისტორიის პერსონაჟები. ამ ისტორიის ნაწილი უნდა გახდნენ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორის წევრებიც. 
Dallmayr-ი საქართველოში ყავის ახალი ბრენდია, ამიტომ ჩვენს აუდიტორიას ჯერ არ უსაუბრია მეგობრებთან საკუთარ მოგონებებზე Dallmayr-თან ერთად. მაშ ასე, ახლა Dallmayr-ის ჯერია, რომელმაც მომხმარებლებს უნდა შეუქმნას ახალი ისტორია და სწორედ Dallmayr-ს დაუკავშირონ საუკეთესო შეგრძნებები. 
აღნიშნული თემა დაედო საფუძვლად ჩვენს კრეატიულ გადაწყვეტილებას ბრენდი Dallmayr-ის ბაზარზე შემოსაყვანად. ჩვენს მიერ შერჩეული კამპანიის სლოგანიც ზუსტად და ლაკონურად გამოხატავს შემოქმედებითი კონცეფციის ძირითად მიმართულებას.
საუკეთესო შეგრძნებებმა Dallmayr-ში გადაინაცვლა. 

რა გავაკეთეთ:


ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა Facebook გვერდი და გასართობი აპლიკაცია „ყავასთან მოსაყოლი ისტორიები“, მოგვემზადებინა საინტერესო და ხშირად განახლებადი კონტენტი რომელიც გვერდის მიმდევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად მათ ჩართულობასაც უზრუნველყოფდა.


მიღებული შედეგები:

ჩვენ შევიმუშავეთ SMM კონტენტის ერთიანი სტილი, შევქმენით სახალისო, საინტერესო და მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნების შესაბამისი გვერდი რამაც შედეგი მალევე გამოიღო და მიუხედავად მართვის მოკლე პერიოდია გვერდს 8,800-ზე მეტი ერთგული მიმდევარი გაუჩნდა.




Google+