ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

Raffaello-ს SMM კამპანია

Raffaello-ს SMM კამპანია



ამოცანა:

   სარეკლამო სააგენტო McCann Erickson-ის მიერ დაისვა შემდეგი სახის ამოცანა - ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შემუშავდეს ბრენდი Raffaello-ს მხარდასაჭერი და ლოიალობის ამაღლებაზე ორიენტირებული ერთთვიანი კამპანია სოციალური მედიისა (SMM) და Digital ტექნოლოგიების გამოყენებით.

მიზნობრივი აუდიტორია:

   Raffaello-ს პირველად მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს განათლებული, 18-დან 25-წლამდე ასაკის ახალგაზრდა მანდილოსნები, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ სოციალურ ქსელს.

იდეა:

   კამპანიის მთავარ იდეად მიზნობრივ აუდიტორიასთან მჭიდრო კომუნიცირება, ცოცხალი ურთიერთობის აწყობა და სტიმულირება დაედო საფუძვლად.

იდეის რეალიზაცია:

   დასახული ამოცანების გადასაჭრელად და იდეის სარეალიზაციოთ ჯგუფის მიერ განისაზღვრა SMM სტრატეგია, კრეატიული კონცეფცია, შეირჩა მარკეტინგული არხები და გაიწერა სამოქმედო პროგრამა. შეიქმნა ბრენდი Raffaello-ს სოციალური პლათფორმა (ქართული ოფიციალური გვერდი) Facebook-ზე. მომზადდა შესაბამისი ტექსტური და ვიზუალური კონტენტი.



Digital ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდა წამახალისებელი, ინტერაქტიული, საკონკურსო აპლიკაცია - „ჩემი სიყვარულის ისტორია“. მომხმარებლებს უნდა გამოეგზავნათ მოკლე და ამავე დროს საინტერესო სასიყვარულო თავგადასავლები თუ ისტორიები. მოწონებული წერილების ავტორები დაჯილდოვდებოდნენ სხვადასხვა პრიზებით და ფასიანი საჩუქრებით: Samsung Galaxy S4, რომანტიული სადილი ორ პერსონაზე, პარფიუმერული მაღაზიების ვაუჩერები, კალათები Raffaello-ს პროდუქციის ნაკრებით და სხვა საჩუქრებით.




   კამპანიის მხადასაჭერად ასევე გამოყენებული იყო ინტერნეტ მარკეტინგის შემდეგი ინსტრუმენტები და არხები: კონტექსტური რეკლამა ფეისბუქზე; მედიური რეკლამა 5 მიზნობრივ და თემატურ საიტზე; ბლოგინგი (4 პოპულარული ბლოგერის პლათფორმა);

მიღებული შედეგები:

   ერთი თვის განმავლობაში ფეისბუქ გვერდს 30 ათასზე მეტი მიმდევარი შემოუერთდა, ხოლო საკონკურსო აპლიკაციის საშუალებით 200-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა.

 



Google+