ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

ნამუშევრები

Blitz-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანა

Blitz-ის ქართულ ბაზარზე შემოყვანა


 ენერგეტიკული საღეჭი რეზინის "Blitz-ის" ქართულ ბაზარზე შემოყვანისთვის კომპანიამ მოგვმართა შემდეგი მოთხოვნებით:

 

  • ბრენდი ცნობადობის გაზრდა მიზნობრივ აუდიტორიაში 
  • ბრენდის მიმართ ინტერესის ფორმირება 
  • გაყიდვების მხარდაჭერა 

მიზნობრივი აუდიტორია:

  • ბრენდის პირველად მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს ქალაქში მცხოვრები, 15 წლიდან 40 წლამდე ასაკის ქალები და მამაკაცები, რომლებსაც გააჩნიათ შემოსავალი; 

  • არიან მიზანსწრაფულები, აზარტულები, მისდევენ სპორტულ და აქტიურ ცხოვრებას, მუშაობენ ოფისებში ან სწავლობენ სკოლებსა და ინსტიტუტებში; 

  • ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას, გარეგნობას და ცდილობენ მუდამ იყვნენ ფორმაში; 

  • უყვართ მეგობრებთან ერთად ყოფნა, არიან კომუნიკაბელურები, მხიარულები და ინტერესს იჩენენ სიახლეების მიმართ; 

  • ინფორმაციის მისაღებად ძირითადად სარგებლობენ ინტერნეტით, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელს; 

ჩვენი შეთავაზება:


   ჩვენი შეთავაზება ბრენდის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გააქტიურება იყო რაც მოიცავდა ხშირ და მიზნობრივი აუდიტორიისათვის საინტერესო განახლებებს, გასართობ და ინფორმაციულ Facebook აპლიკაციებს ამასთანავე გვერდის მიმდევრების გასაზრდელად Facebook რეკლამის გამოყენება.
   მეორე ძალზედ ეფექტური, დამახსოვრებადი და საინტერესო მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ Blitz-ს შევთავაზეთ არის პარტიზანული მარკეტინგის ერთერთი ხერხი - სემპლინგი.

ჩვენ განვახორციელეთ:


   მართვაში ავიღეთ Blitz-ის ოფიციალური ქართული გვერდი და შევიმუშავეთ კრეატიული SMM კონტენტი, პირდაპირი მიზნობრივი აუდიტორიისთვის საინტერესო პოსტებით უზრუნველვყოფდით მათი ჩართულობის მაღალ დონეს. დავამზადეთ ორი Facebook აპლიკაცია - პრეზენტაცია და თამაში.


პრეზენტაცია



თამაში



   Blitz-ის პარტიზანული კამპანია განხორციელდა გუდაურში, ბრენდის BTL კამპანია ხორციელდებოდა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის, მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდისტებისათვის, რომლებიც ბრენდის პოტენციურ კლიენტებს წარმოადგენდნენ. ბრენდმა დეგუსტაცია მოაწყო და საშუალება მისცა მომხმარებლებს ადგილზე დაეგემოვნებინათ ახალი ენერგეტიკული პროდუქტი.



შედეგები:

   მიუხედავად იმისა რომ პროდუქტი საკმაოდ ნიშურ სეგმენტზეა გათვლილი წარმატებული სოციალური მედია მარკეტინგის წყალობით გვერდს 4300-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს


    „ბლიცი“ პოზიციონირებულია ბაზარზე შემდეგნაირად: 

  • ეს არის საღეჭი რეზინი, რომელიც ხსნის დაღლილობას, ძილის სინდრომს და აღადგენს დაკარგულ ენერგიას.

  • “ბლიცი” ხსნის გონებრივ სტრეს, ორგანიზმს ანიჭებს მხნეობას და ძალას. 

  • “ბლიცი” ერთად-ერთი ენერგეტიკული პროდუქტია რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ენერგია მაშინვე როგორც კი ამის საჭიროებას იგრძნობთ!



Google+