ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

ვებ-გვერდები

დროდადრო ვებსაიტებმა ბევრად მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე უბრალოდ გვერდმა ინტერნეტ სივრცეში. ისინი განსხვავდებიან თავისი დანიშნულებით, მიზნობრიობით,  ფუნქციებით და შინაარსით. დღეს თანამედროვე ბიზნესი ვებ-გვერდის გარეშე წარმოუდგენელია. MSG Marketing-ში ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის, ინდივიდუალური დიზაინის მქონე საიტებს. პროგრამირების უახლესი ტექნოლოგიები როგორიცაა: PHP 5, DHTML, HTML, CSS, JavaScript, Ajax, jQuery, XML, MySQL და სხვა, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი ინტერნეტ პლათფორმები, რომლებიც მორგებული იქნება დამკვეთის მოთხოვნებს, დაგვეხმარება მარკეტინგული ამოცანების გადაჭრაში და ბიზნესის დაწინაურებაში. ბოლო პერიოდში ვებ-დიზაინში ახალი ტრენდული მიმართულება შეინიშნება, რომელიც Parallax-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის სრულიად ახალ ტექნოლოგია, რაც ობიექტების მოცულობით, სამგანზომილებიანი აღქმის ეფექტს იძლევა “სქროლის” დროს. MSG Marketing-ში დავიწყეთ ამ ტექნოლოგიის დანერგვა, რაც თქვენს ვებსაიტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას და ორიგინალობას მიანიჭებს. ჩვენ საიტს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით ვაფასებთ. იგი უნდა იყოს:
  • ვიზუალურად დახვეწილი;
  • მარტივი ნავიგაციით;
  • ადვილად მართვადი და საიმედო;
  • საძიებო სისტემებისთვის აღქმადი (SEO)
  • ხელმისაწვდომი ნებისმიერი ოპერაციული სისტემისა თუ ბრაუზერისთვის
მომხმარებელთა 75% ჯერ გარეგნულად, ხოლო შემდეგ შინაარსობრივად აფასებს ვებ-გვერდს, ამიტომ დიზაინის შესრულება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და რთული პროცესია საიტის მშენებლობის საწყის ეტაპზე. ამასთანავე მოქნილი „ინტერფეისი“  მომხმარებლს  სასურველი ინფორმაციის მოძიებას უმარტივებს. საძიებო სისტემებისთვის მარტივად აღქმადი ვებსაიტი კომპანიებს საშუალებას აძლევს მიზნობრივ აუდიტორიასთან დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია.  

ჩვენ გთავაზობთ:

  •  საინფორმაციო-სავიზიტო საიტი,
  • პერსონალური დინამიური საიტი,
  • პრომო საიტი,
  • ორგანიზაციის კორპორატიული საიტი,
  • ინტერნეტ პორტალი,
  • ინტერნეტ მაღაზია,
  • უკვე არსებული საიტის განახლება-გადაკეთება,
  • საიტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მომსახურება,
  • ტექსტური, ფოტო და ვიდეო კონტენტის მომზადება,
  • საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (SEO),
  • საიტების ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან,
  • საიტის მორგება სხვადასხვა მობილური მოწყობილობებისთვის,
  • საიტის სტატისტიკურ-ანალიტიკური შეფასება, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება
ინფორმაციის მართვის სისტემა MSG CMS ჩვენ შევქმენით საიტზე ინფორმაციის (კონტენტის) მართვის მოქნილი სისტემა CMS (Content Management System), რომლის საშუალებითაც საიტის მართვა მარტივი და მოქნილია. თითოეული საიტი დგება MSG CMS ძრავზე, რომელიც იწერება დამკვეთისათვის ინდივიდუალურად მიზნებიდან  და ამოცანებიდან გამომდინარე. ძრავის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მორგებულია კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად, ასათვისებლად და სამართავად გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე არსებული „ძრავები“. შემოთავაზებული MSG CMS ძრავის საშუალებით ვებ-ადმინისტრატორს შეუძლია ინტერნეტ რესურსზე ინფორმაციის დამატება, კორექტირება, ამოღება, გაუქმება, შენახვა-არქივიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულება.
 იხილეთ ჩვენი ვებ გვერდების პორტფოლიო





Google+