ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

რეკლამა სოც. მედიაში

რას წარმოადგენს რეკლამა სოციალურ მედიაში

რეკლამა სოციალურ მედიაში
კონტექსტური რეკლამის სახეობაა, ოღონდ განსხვავებით საძიებო სისტემებში კონტექტური რეკლამისა, არა ძიების დროს, არამედ სოციალურ ქსელში ყოფნისას ჩნდება. რეკლამის ეს სახეობა, ტექსტურ მიმართვასთან (სარეკლამო მესიჯი) ერთად, ვიზუალის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც მიზნობრივი აუდიტორიის მოცვისა და შეღწევადობის ხარისხს აძლიერებს. ის გაცილებით ეფექტურია ვიდრე  საბანერო რეკლამის განთავსება საიტებზე ან რეკლამა საძიებო სისტემებში. სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიის მართვა, ინტერნეტ მარკეტინგის, კერძოდ კი სოციალური მედია მარკეტინგის ძლიერი ინსტრუმენტია. 

ჩვენთან თანამშრომლობენ საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები:
Coca cola, P&G, Kinder, Tic-tac, Honda, leaf,   Delta invest, ს.ს.ი.პ დაცული ტერიტორიების სააგენტო, Design City, გარემოს დაცვის სამინისტრო  და სხვ. 

ჩვენ გთავაზობთ 

სოციალურ მედიაში ბრენდების მხარდაჭერა, MSG Marketing-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს მათი მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესებაში, მოზიდვასა და ბრენდის ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფაში.

სოციალურ მედიაში სარეკლამო კამპანიის მართვა საშუალებას იძლევა გადავჭრათ ისეთი მარკეტინგული მიზნები და ამოცანები, როგორიცაა: ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანა, საქონელ-მომსახურების უპირატესობების წარმოჩენა, ბრენდის ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების მხარდაჭერა და ა.შ. 

უპირატესობები

  • თანხების გადახდა წარმოებს რეკლამაზე “დაკლიკების”  ან გამოსახვების რაოდენობის მიხედვით;
  • მიზნობრივი აუდიტორიის ტარგეტირების შესაძლებლობა (გეოგრაფიული არეალი, ასაკი, სქესი, სტატუსი და სხ.);
  • შესაბამისი მესიჯისა და ვიზუალის მომზადება, ან ცვლა რეკლამის ეფექტურობის მიხედით;
  • სარეკლამო კამპანიით მოსალოდნელი შედეგების საშუალო მაჩვენებლების განსაზღვრა;
  • სტატისტიკის და მონიტორინგის წარმოება პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადება სარეკლამო კამპანიის კორექტირების მიზნით

 

 







Google+