ინტერნეტ მარკეტინგის სააგენტო

მომსახურება

საბანერო რეკლამა

რას ნიშნავს საბანერო რეკლამა?

საბანერო რეკლამა, ისევე, როგორც
კონტექსტური, ინტერნეტ მარკეტინგის ერთ–ერთ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს.მისი განთავსება მიზნობრივ და თემატურ საიტებზე, სტატიური, ანიმირებული ან ვიდეო პრომობლოკების სახით წარმოებს. როგორც წესი, საბანერო რეკლამებს საიტებზე მედიურ რეკლამასაც ვუწოდებთ. ინტერნეტ საბანერო რეკლამის მთავარი ამოცანა –  ბრენდის, საქონლის ან მომსახურების შესახებ პოტენციური მომხარებლების ინფორმირება და მასობრივ აუდიტორიაში ცნობადობის ამაღლებაა, რომლის საბოლოო შედეგი აისახება გაყიდვებზე.  

ჩვენ გთავაზობთ

სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას, ჩვენ ვსწავლობთ რეკლამის მიზნებს, ვამუშავებთ მედია სტრატეგიას,  ვაწარმოებთ მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტაციას და შესაბამისად ვირჩევთ რეიტინგულ საიტებს, ვახდენთ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  ვახდენთ მედია დაგეგმარებას (
CPM, CTR, СРС, CPT და სხვა ), ვქმნით სტატიურ, დინამიურ (ანიმირებული) და ინტერაქტიულ ვიდეო ბანერებს, ვახდენთ საიტებზე განთავსებას და შედეგების მონიტორინგს.


უპირატესობები

  • მხოლოდ მედიურ სარეკლამო კამპანიას გააჩნია მაღალი ხარისხის ინტერაქტიულობა; 
  • შეუცვლელი მარკეტინგული საშუალებაა ბრენდის ნათელი და მდგრადი იმიჯის შესაქმნელად;
  • ანიმაცია და ვიზუალური მიმზიდველობა მნახველის მომენტალურ ყურადღებას იპყრობს;
  • ბანერზე ზემოქმედებისას (დაკლიკვა) მომხმარებელი გადაყავს თქვენთვის სასურველ ინტერნეტ პლათფორმაზე;
  • ყველაზე ეფექტური საშუალებაა მიზნორივ აუდიტორიამდე ძირითადი მესიჯის მისატანად
  • მედიური რეკლამა ყველაზე  მოსახერხებელი სარეკლამო ინსტრუმენტია სტატისტიკის წარმოებისთვის და ეფექტიანობის დასადგენად.

 







Google+